შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფი”
23 დეკემბერი, 2022
გასული კვირის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფის” გარე განათების სამსახურის მიერ, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით შესრულდა შემდეგი სამუშაოები: - გარე განათების ქსელში გამოიცვალა ნათურა 468 ცალი; - დამონტაჟდა: 123 ერთეული სანათი და 7 ერთეული პროჟექტორი; 104 ცალი დროსელი, 132 იგნიტორი, 62 ,,მკლავი”, 2 ერთეული ბოძის დამცავი კოლოფი/კარადა, 6 მაგნიტური გამშვი; -მოეწყო 4876 კვ. მეტრი მიწისქვეშა ქსელი, 42 ერთეული დამიწების კონტური და 12 ერთეული ჭიქურა; - განხორციელდა 199 ერთეული ბოძის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაადგილება/აღდგენა. ახლად მოეწყო გარე განათების ქსელი შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მ/რ -ის მეორე კვარტალში, N 8,10 და 14 კორპუსების მიმდებარედ გარე განათების მოწყობის სამუშაოები ჩატარდა სპორტული მოედნის და საფეხმავლო ბილიკების მიმდებარედ. ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, დამონტაჟდა ახალი სტილის ბოძები, ე.წ. ,,ბაბლთაუერები''. აღნიშნული ბოძები დამონტაჟებულია ახლადრეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის და პ.მელიქიშვილის გამზირებზეც. მთაწმინდის რაიონში, პუშკინის სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა სკვერის გარე განათების სამშენებლო სამუშაოები; ვაკის რაიონში, ი. ჭავჭავაძის N 83-ში დასრჯლდა სკვერის გარე განათების სამშენებლო სამუშაოები.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)