„თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. 2016 წლის 16 მაისიდან კომპანიას 3 იურიდიული პირი - შპს "უძრავი ქონება - თბილისი", შპს "თბილისის პარკები და შპს "სინათლის ქალაქი" შეუერთდა, შესაბამისად მათი ფუნქციებიც კომპანიის საქმიანობას დაემატა.
კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 5000 - ზე მეტი თანამშრომელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია:
- დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ამოღების ორგანიზება;
- დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში, სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებების და საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა;
- ქუჩებზე, მოედნებზე, გზატკეცილებზე არსებული სანიაღვრე ჭების, გვერდმიმღებების, სანიაღვრე კოლექტორების ასევე სადრენაჟო ქსელის მიმდინარე შეკეთება;
- ახალ სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის პროექტირებისას უკვე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის შეთანხმება;
- არსებული სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის დაზიანების პრევენციის მიზნით ნებისმიერი მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება;
- მოსახლეობის მომსახურება და მიმდინარე შეკეთების სამუშოების წარმოება გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
- მარილის მოყრა თოვლცვენისა და სხვა საჭიროების დროს;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია;
- კომპანიის საკუთრებაში, აგრეთვე სარგებლობაში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობა;
- გარე განათებისობიექტების მოვლა-პატრონობა და გაფართოების სამუშაოების შესრულება;
- ქუჩების, მოედნების, პარკების, ხიდების, გზატკეცილების, საცხოვრებელი მასივების, შიდა კვარტლების, შენობა-ნაგებობების გარე განათების (მათ შორის არქიტექტურულ-მხატვრული მინათების ქსელის) უზრუნველსაყოფად საჭირო სანათი მოწყობილობების მიმდინარე შეკეთება, არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
- დამფუძნებლის დემონტირებული ქონების (ბოძები, სანათები, პროჟექტორები, სადენები, კაბელები და სხვა) შენახავა-დასაწყობება კომპანიის ტერიტორიაზე და გამოსაყენებლად ვარგისი მოწყობილობების შემდგომი ექსპლუატაცია;
- ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება გარეგანათების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
- სანათი მოწყობილობების და ქსელების მოწყობა-შეკეთების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, სახელშეკრულებო ფასებითა და ტარიფებით;
- კომპეტენციის ფარგლებშისაფეხმავლო ხიდების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია;
- განათების ობიექტების, არსებული და/ან ახალი ქსელის მონტაჟის ან/და გადატანის პროექტირებისას ასევე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობების შეთანხმება;
- არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ხაზობრივი ნაგებობების ან კონსტრუქციების მოწყობის/მონტაჟის პროექტირებისას ტექნიკური პირობის შეთანხმება;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მოწესრიგების მიზნით, ინერტული (სამშენებლო) ნარჩენებით მოსწორებითი/ამოვსებითი სამუშაოების წარმოება;
- ქუჩებზე, საავტომობილო გზებზე და მის შემადგენელ ნაწილებზე, ელემენტებზე, ხელოვნურ და დამცავ ნაგებობებზე საგზაო მონიშვნის სამუშაოების შესრულება.