შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
შპს ,,თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების გაწმენდის სამუშაოებს განაგრძობს
22 ნოემბერი, 2022
გასული კვირის განმავლობაში, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლოატაციის დეპარტამენტის მიერ, ვ. გულუას ქუჩაზე გაიწმინდა დაახლოებით 150 გრძივი მეტრის ე.წ. "ტაბახმელას ხევის" კოლექტორი.
ასევე, აღნიშნულ პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, გარდა ყოველდღიური სამუშაოებისა, რომელშიც შედის ქსელის რეცხვა, სანიაღვრე ჭების წმენდა, სანიაღვრე კიუვეტების წმენდა, შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები:
1. საბურთალოს რ/ნ ,ბახტრიონი- კუტუზოვის კვეთაზე, შესრულდა სანიაღვრე ქსელის სარემონტო სამუშაოები. არასტანდარტული დაზიანებული ცხაურების ნაცვლად, მოეწყო ახალი ქსელი მიმღები ჭითა და ახალი ჩარჩო ცხაურებით.
2. უნივერსიტეტის ქ N11 მიმდებარედ, შეკეთდა დაზიანებული სანიაღვრე ჭები.
3. ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, 144-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, შეკეთდა
დაზიანებული სანიაღვრე ჭები.
4. ნაძალადევის რაიონში ბუგეულის ქუჩაზე შეიცვალა
დაზიანებული გვერდმიმღები ჭები. 5. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, შეიცვალა დაზიანებული ცხაურები.
6. ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე შეიცვალა დაზიანებული 1200x1200მმ რ/ბ ფილა ჩარჩო-ხუფით.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)