შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა” ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა
22 სექტემბერი, 2022
შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა” ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ ჩეხეთის ელჩის მოადგილეს იანა გაშპარიკოვას და ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი სვანიძეს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაჩულიამ ,,თბილსევის ჯგუფის” ძირითად ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა. ნარჩენების მართვის სერვისი, გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობა, საგზაო მონიშვნის სამუშაოები -ეს ის სერვისებია, რომლებსაც კომპანია დედაქალაქის მოსახლეობას ყოველდღიურად სთავაზობს.

დავით ფაჩულიამ, ასევე, ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მხარეები ნარჩენის მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)