შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დიდ დიღომში დასუფთავების აქცია ჩატარდა
22 ივლისი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. სამუშაოები ჩატარდა: 13 ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, როსტევანის, ერედვის და თინათინის ქუჩებზე. აქციის ფარგლებში, აღნიშნული ქუჩები სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავოს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო - სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)