შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
"თბილსერვის ჯგუფი" სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთო
21 იანვარი, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაციის თანამშრომლები, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაერთვნენ სისხლის უანგარო დონორთა აქციაში - ,, თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’.
უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. ინსტიტუტში მკურნალობას ლეიკემიით დაავადებული პაციენტები გადიან. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკი სისხლით და მისი კომპონენტებით ამარაგებს საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტ კლინიკას და თავად ინსტიტუტის პაციენტებს.
"თბილსერვის ჯგუფი" მსგავს აქციებში მომავალშიც ჩაერთვება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)