შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია გრძელდება
21 მარტი, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები და განათების მონტაჟი მელაანის ქუჩის მიმდებარედ  და დავით აღმაშენებლის ხეივანში აგრარულ უნივერსიტეტთან მდებარე  მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებსაც ჩაუტარდება.
ასევე, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში მანიშნებელი აბრები დამონტაჟდა. „თბილსერვის ჯგუფი“ მათ ჩართვას ეტაპობრივად ახორციელებს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)