შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დიდ დიღომში
27 ოქტომბერი, 2026
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მე-6 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სრულად მოეწყობა 250 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება 6 ცალი სათვალთვალო და 10 ცალი ჩარჩო-ცხაურიანი (წვიმმიღები) ჭა, რაც ქსელის გამართულ ფუნქციონირებასა და ნალექიანი ამინდის დროს წყლის შეუფერხებელ გატარებას უზრუნველყოფს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო და პასუხისმგებელ პირებთან ერთად სამუშაოების ხარისხი შეაფასა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)