გარე განათების სისტემის განახლება ლეო კვაჭაძის ქუჩაზე
29 ოქტომბერი, 2026
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის ქუჩებზე გარე განათების სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, სამუშაოები ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, თბილისისა და მცხეთის რაიონის მიჯნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 61 ახალი ბოძი და 61 თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათი მოეწყობა, რაც საავტომობილო გზაზე გადაადგილების უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის.
მიმდინარე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო.