დასუფთავების მსოფლიო დღე - დასუფთავების აქცია თბილისის ზღვაზე
21 სექტემბერი, 2026
„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია გამართა.
დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აქციაში არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
დედაქალაქის სისუფთავეზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რის ფარგლებშიც მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება