ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დიდუბის რაიონში
04 სექტემბერი, 2026
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ქუჩების მორეცხვის გეგმიური ღონისძიებების ფარგლებში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ჩართულობით, სრულად მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები.
ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ინტენსიური მორეცხვის პროცესი თბილისის სხვა რაიონებშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.