შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების სამუშაოები გლდანის რაიონში
05 ნოემბერი, 2025
გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს. ტერიტორია გაკონტროლდება, რომ აღარ მოხდეს ნარჩენების უკანონოდ განთავსება.

დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

„ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე. ჩვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მოსახლეობისთვის საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებია, იწყება 9 ლარიდან. მიზერულ ფასად შეგვიძლია არასაყოფაცხოვრებო, სარემონტო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების ადგილიდან გატანა“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

შესაბამისი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)