განახლებული სატრანსპორტო კვანძი
27 ივნისი, 2025
დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის მოწყობა ბოლო ეტაპზეა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა;
დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;
დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები და შუქნიშნები;
შესრულდა გამწვანების სამუშაოები.
გზის დახაზვის სამუშაოებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.