შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს
19 ივნისი, 2025
თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.

ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცმანქანებით გააგრძელებენ, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)