შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების ღონისძიება სამგორის რაიონში
28 მაისი, 2025
სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში გზის პირას არსებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით იწმინდება. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი დედაქალაქის შემოგარენში. კანონის დარღვევის ნაცვლად საჭიროა, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით და ჩვენი თანამშრომლები ადგილიდან გაიტანენ 5 კუბურ მეტრამდე სარემონტო ნარჩენს, ასევე, ძველ ავეჯს, ნივთებს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:

< 1 მ³ - 9 ლარი

1-3 მ³ - 69 ლარი

3-5 მ³ - 149 ლარი

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.gehttps://www.tbsg.ge
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)