შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
განახლებული მიწისქვეშა გადასასვლელი მესამე მასივში
23 მაისი, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის III მასივში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელდა გამაგრებისა და სარემონტო სამუშაოები - შეიცვალა ფილები, კიბის საფეხურები, ელექტროსადენები და სანათები, მოეწყო მოაჯირები, ცხაურები, ფირნიშები, შეიღება კედლები და ჭერი.

მიწისქვეშა გადასასვლელის სიგრძე 75 გრძივი მეტრია. შესრულებულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„ამ მიწისქვეშა გადასასვლელში წყლის ჩამოდინების სერიოზული პრობლემა იყო, ასევე, საჭირო გახდა გამაგრება, რომლის დასრულების შემდეგაც სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. სამღებრო სამუშაოები 745 კვ.მ ფართობზე შესრულდა, გრანიტის ფილები 503 კვ.მ-ზე დაიგო. მოქალაქეები უკვე აქტიურად სარგებლობენ განახლებული, კომფორტული გადასასვლელით“ - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ვანდალიზმის შემთხვევების პრევენციის მიზნით, სამომავლოდ, გადასასვლელში ვიდეომონიტორინგიც განხორციელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)