შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კომპანიის სიახლეები

  • Card image cap
    სიახლე
    ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ვაკის რაიონში
    03 აპრილი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    გლდანის ცენტრალური პარკის დასუფთავება
    11 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    დეკორატიული განათება ისტორიულ შენობაზე
    10 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    მხატვრული მინათება ისტორიულ შენობაზე
    09 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    ახალი სპეცტექნიკა
    06 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    დასუფთავება-გაწმენდის სამუშაოები
    02 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
    01 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება
    01 მარტი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
    28 თებერვალი 2026
  • Card image cap
    სიახლე
    უხვი ნალექი დედაქალაქში
    27 თებერვალი 2026
„თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს
20 სექტემბერი, 2019
დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილი 3-ში ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ. მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც განხორციელდება. „ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ვფიქრობთ, ეს მაგალითია მოსახლეობისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით კი, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ დასუფთავების და მორეცხვის სამუშაოები განხორციელდეს. „ვარკეთილი 3-ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს დასუფთავებას, როგორც შიდა კვარტალური გზების, ასევე არსებული პარკებისა და სკვერის. ჩატარდება მორეცხვის სამუშაოები, გაიწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა იქნება მობილიზებული შესაბამისი სპეციალური ტექნიკით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ. აღნიშნულ აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე, ხოლო სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ადგილზე, ასევე მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.
...

კომპანიის შესახებ

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)