შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კომპანიის სიახლეები

  • Card image cap
    სიახლე
    მორეცხვის სამუშაოები საბურთალოს რაიონში
    01 აგვისტო 2025
  • Card image cap
    სიახლე
    დასუფთავების აქცია მუხათგვერდის გზაზე
    30 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    ინფორმაცია არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ
    25 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    სამუშაო შეხვედრა დიდი ლილოს პოლიგონზე
    23 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტი
    23 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    გვირაბებში LED სანათების მონტაჟი
    22 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    მორეცხვის სამუშაოები ცოტნე დადიანის ქუჩაზე
    10 ივლისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    განახლებული სატრანსპორტო კვანძი
    27 ივნისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურად ირეცხება
    27 ივნისი 2025
  • Card image cap
    სიახლე
    მორეცხვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
    20 ივნისი 2025
“თბილსერვის ჯგუფის” განცხადება
23 მაისი, 2016
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, დასრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.
...

კომპანიის შესახებ

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)