შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილის ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ორმოცდაათი კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ბზა დაირგო.
გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.
აღნიშნული ღონისძიება სიმბოლურია და მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას კამპანიაში - „ნუ მოჭრი ბზას“.