LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
„თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექტირებას განაგრძობს
26 April, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. გეგმიური ინსპექტირებისას „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა. სამართალდამრღვევი პირი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ფერაძის ქუჩის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსებას ახორციელებდა. 
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან - სამშენებლო ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ ნებადართულ ტერიტორიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განმეორებით განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)