"თბილსერვის ჯგუფმა" ვაკის რაიონში, ატენის ქუჩის მიმდებარე ფერდობი დაასუფთავა. დასუფთავდა ტერიტორია, რომელიც მოსახლეობის მიერ ნარჩენებით იყო დაბინძურებული. დასუფთავების აქცია აღნიშნულ ტერიტორიაზე "თბილსერვის ჯგუფმა" წარსულშიც ჩაატარა, თუმცა მოსახლეობა კვლავ განაგრძობს ტერიტორიის დაბინძურებას.
"თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს ატენის ქუჩის #6/8 კორპუსის მაცხოვრებლებს თავი შეიკავონ საცხოვრებელი კორპუსიდან ნარჩენების გადაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში - ე.წ. ურნებში.