LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
26 April, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. 
აქციის ფარგლებში, ლისის ტბის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო. ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე ტერიტორიის დასუფთავება კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და სპეც თანამშრომლები მუშაობენ.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენები გლდანის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)