LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
თბილისში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდა
20 March, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ თბილისის მერიაში 15 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მიერ ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაევალა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით ინსპექტირება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს დაიწყო. ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა 16 სამართალდამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დაჯარიმდნენ და მიეცათ გონივრული ვადები საბურავებით დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მუნიციპალური, სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისგან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ნებადართულ ტერიტორიაზე განათავსონ.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)