LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა
10 January, 2017
შპს “თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ, მიწისქვეშა გადასასვლელში შეიცვალა განათების ქსელი, მოეწყო ახალი სისტემა და   დამონტაჟდა 150 ცალი ლედ სანათი.
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლეში სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყო, პირველ ეტაპზე მოპირკეთდა და მოიხატა კედლები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შშმ პირებისათვის განკუთვნილ ლიფტს. 
შპს “თბილსერვის ჯგუფი“ უერთდება კამპანიას #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს და მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლონ ქვეითთა გადასასვლელით, რისთვისაც 2017 წლიდან შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მის მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს იწყებს. 
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)