შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების საყრდენი ბოძების სამღებრო სამუშაოებს აწარმოებს. სამღებრო სამუშაოები თბილისის ათივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა 1774 გარე განათების ბოძს და დაგეგმილია 3846 საყრდენი ბოძის შეღებვა.
"თბილსერვის ჯგუფი" სარეაბილიტაციო და სამღებრო სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულად ახორციელებს.