შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განახორციელა ინვესტირება 26 მილიონი ევროს ოდენობით, თბილისში, დიდი-ლილოს სანიტარულ პოლიგონზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის.

პროექტი ხელს შეუწყობს თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ისტორიაში პირველი ქარხნის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს სანიტარულ ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების სეპარირებას, ასევე მექანიკური და ბიოლოგიური დამუშავების პოტენციური საწარმოს ამოქმედებას.

მასალათა რეკუპერაციის ქარხანა („MRF“) თბილისს შეუქმნის შესაძლებლობას მშრალი მეორადი ნედლეულის (ანუ ლითონის, შუშის, პლასტიკური შეფუთვის, ქაღალდის და მუყაოს) ცალ-ცალკე შეგროვების შედეგად განხორციელდეს მათი დამატებითი დახარისხება-გადამუშავება და მეორადი ნედლეულის სახით კომპანიებზე შემდგომი რეალიზაცია. ამასთან ერთად, MBT საწარმოს ფუნქციონირება, შერეული მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადაციისა და მეორადი ნედლეულის დახარისხების კვალობაზე, ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ნარჩენების მექანიკური და ბიოლოგიური დამუშავების (MBT) საწარმოს მშენებლობის ტექნოლოგიის შეფასება.


პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია:
  • ნაგავსაყრელზე ნარჩენების რაოდენობის 50%-ით შემცირება და ნაგავსაყრელის მომსახურების
ვადის მაქსიმალური გაზრდა;
  • უტილიზაციას დაქვემდებარებული ნარჩენების პოტენციური ემისიის (ფილტრატისა და ნაგავსაყრელის გაზის) მნიშვნელოვნად შემცირება;
  • გადამუშავების კუთხით დასახული ეროვნული მიზნების მისაღწევად, მეორადი ნედლეულის დახარისხება.


MBT შედგება რამდენიმე პროცესისგან:
  • ნარჩენების დახარისხება და ცალ-ცალკე შეგროვება;
  • მექანიკური დამუშავება;
  • ბიოლოგიური გაწმენდა (აერობული ან ანაერობული);
  • ნარჩენების უტილიზირება.


პროექტის ფარგლებში შედგენილ იქნა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა (SEP), რომელიც ემსახურება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებას, მათთან საკომუნიკაციო არხების დადგენას და შპს "თბილსერვის ჯგუფი"-ის აქტივობების დაგეგმვას.

SEP ეფუძნება ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე EBRD PR10: ინფორმაციის გამჟღავნება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ევროკავშირის (EU) დირექტივები და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა. მასში გადმოცემულია დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა და თემებთან კონსულტაციების ორგანიზების მიმართ ზოგადი მიდგომა.

SEP არის მოქმედი დოკუმენტი, პროექტის განხორციელების პროცესში იგი პერიოდულად გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ახალი ან მოდიფიცირებული საქმიანობის ტიპის, პროექტის დიზაინის ცვლილებების ან ახლად გამოვლენილ დაინტერესებულ მხარეთა ასახვის მიზნით.



არატექნიკური აღმასრულებელი რეზიუმე იხილეთ PDF ფაილი
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა იხილეთ PDF ფაილი
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)