შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კითხვა პასუხი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17- 46 დადგენილებით, რომლის თანახმად, ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო 57 000 ქულას შეადგენს ან 57 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარით განისაზღვრა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თუ განსაზღვრულია 4 სულით.
დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ერიცხებათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17- 46 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის შესაბამისად. კერძოდ:
#დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეებიზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე
1 2 3 4 5
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები საერთო ფართის 1 მ2 0,022 0,027
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ2 0,08 0,1
3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,331 0,41
4 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები მომსახურების ერთეული ადგილი 0,128 0,16
5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე 0,198 0,25
6 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1,72 2,15
7 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები მომსახურების ერთეული ერთი საწოლი 1,157 1,45
8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები საერთო ფართის 1მ2 0,16 0,2
9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1მ2 0,02 0,025
დახურული ფართის 1მ2 0,08 0,1
10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1მ2 0,76 0,95
11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები სამუშაო ფართის 1მ2 0,25 0,31
12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ2 0,3 0,37
13 შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები საერთო ფართის 1 მ2 0,21 0,26
14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) ღია ფართის 1 მ2 0,02 0,025
დახურული ფართის 1 მ2 0,08 0,1
15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ2 0,08 0,1
16 სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები ღია ფართის 1 მ2 0,04 0,05
დახურული ფართის 1 მ2 0,08 0,1
17 სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები ღია ფართის 1 მ2 0,02 0,025
დახურული ფართის 1 მ2 0,14 0,17
18 აბანოები, საუნები და საცურაო აუზები საერთო ფართის 1 მ2 0,18 0,22
19 სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები საერთო ფართის 1 მ2 0,35 0,43
20 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ2 0,25 0,31
21 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,4 3
22 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,96 1,2
23 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) სამუშაო ფართის 1 მ2 0,26 0,32
24 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ2 0,36 0,45
25 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, აეროპორტები, რკინიგზის და მეტროპოლიტენის სადგურები ღია ფართის 1 მ2 0,008 0,01
დახურული ფართის 1 მ2 0,08 0,1
26 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ე.წ თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები საერთო ფართის 1 მ2 0,008 0,01
27 სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი ადგილი 0,6 0,75
28 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ2 0,008 0,01
29 სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ2 0,04 0,05

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

მ = გ X რ.

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).

დასუფთავების მოსაკრებელი მოსახლეობას ერიცხება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში „დედაქალაქის მოსახლეობისთვის“ დაწესდა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, რომელიც სულადობის მიხედვით იანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილების,თანახმად ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ხოლო, როგორც წესი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სულადობა დგინდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ, ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას, პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს.

ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით, საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპოლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო აღრიცხვაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირების ოდენობის შესახებ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ასახვას ჰპოვებს ელ-ენერგიის აბონენტის ქვითარზე.

მაგალითისთვის (-მოქალაქე დავით ჩანქსელიანი რეგისტრირებულია ნ. კვაშილავას ქ., კორპ. #1, ბ. #1-ში, ხოლო რეალურად ცხოვრობს ნ. ბარათაშვილის ქ., კორპ. #100, ბ. # 99-ში. მიუხედავად იმისა, თუ სად ან რომელ ქუჩაზე წარმოქმნის ნარჩენებს ჩანქსელიანი, მოსაკრებელი აღნიშნულ მოქალაქეს დაერიცხება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ სურს , რომ დარიცხვა განხორციელდეს რეალურ საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულია დარეგისტრირდეს იქ, სადაც ცხოვრობს.)

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრი) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული ინფორმაცია ვერ მოხვდა მოსაკრებლის დარიცხვის ბაზაში, მოქალაქემ სამსახურში უნდა წარმოადგინოს ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევა მოსაკრებლის დარიცხვაში.

ამასთან, ე. წ. „თბილისური ეზო’’- ს შემთხვევაში (მისამართები, სადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში ერთ მისამართზე-ეზოში არ არის გამიჯნული-დანომრილი ფართებიბინები), სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ მისამართზე ფართში მოსახლეობის რეგისტრაცია, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან განხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული „ამხანაგობის კრების ოქმის“  (ნოტარიულად დამოწმებული) წარმოდგენის საფუძველზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში.

თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2 ლარის ოდენობით.

ამისათვის თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25)

დაწესებულებები, ორგანიზაციები , ინდივიდუალური მეწარმეები იურიდიული და ფიზიკური პირები საქმიანობის დაწყებიდან 30 დღის ვადაში ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად. მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე საქმიანობის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება, საკონტროლო/სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი).
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. წინააღმდეგ შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
გარემოს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ (აქ შეიძლება მიებას კოდექსი) 31-ე - 47-ე მუხლებით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება დაყრილი ნარჩენების სახეობისა და მოცულობის შესაბამისად, სხვადასხვა ოდენობით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი), საჩივრდება მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა 2 ლარით თვეში.
 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე. მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული ან დროებით აცხოვრებენ სხვას,მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება - შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით. საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვლება, თუკი უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდება, რომ საცხოვრებელ ფართზე მახმარებული ელექტროენერგიის ოდენობა ერთი თვის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 20 (ოცი) კვტ/სთ.შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია.
  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 15 მაისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირი - შპს „თბილსერვის ჯგუფი“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“, შპს „თბილისის პარკები“ და შპს „სინათლის ქალაქი“ გაერთიანდა, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  1.  დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  2.  საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  3.  სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  4. თოვლცვენის დროს მარილის დაყრა.
  5. სადრენაჯო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  6. სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  8. შადრევნების ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის ორგანიზება.
  9. გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობა.
  10. გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა. 
შპს“თბილსერვის ჯგუფს“ მოვლა-პატრონობაში დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან 23 გადაეცა:
მელაანის ქუჩა გამგეობასთან
ი.ჭავჭავაძის გამზირი,გუდვილი
რძის კომბინატთან
ორხევის გადასასვლელთან
კოსტავას ქუჩა საჭაშნიკესთან
მ.კოსტავას ქუჩა,გამომცემლობა „სამშობლოსთნ“
მეტრო სამგორთან
გ.შავთლის ქ.ანჩისხატის წინ სანაპ.(ამბასადორი)
ქ.წამებულის ქ.N35(რესტორანი „მეტეხის ჩრდილში“)
თამარაშვილის 13-ის მიმდებარედ
თამარაშვილის 13-ის მიმდებარედ N2
კოსტავას ქუჩა ფილარმონიის წინ
ვაკის პარკი
გმირთა მოედანი(მატრიოშკა_მაუდი_მემორიალი_ზოოპარკი
_თერთმეტსართულიანი)
გმირთა მოედანი(სვოჩი-ცირკი)
დ.აღმაშენებლის ხეივანი აგრარულ უნივერსიტეტთან
დ.აღმაშენებლის ხეივანი მუხათგვერდის გადასასვლელი
დ.აღმაშენებლის ხეივანი სასტუმრო უშბასთან
თამარ მეფე წინამძღვრიშვილის კვეთა
სააკაძის მოედანი
ვაგზლის მოედანი 2
ბარათაშვილის ხიდი
შპს“თბილსერვის ჯგუფს“ მოვლა-პატრონობაში დედაქალაქში არსებული განწვანებული ტერიტორიებიდან 10 გადაეცა:
9 აპრილის სახელობის ბაღი
დედა ენის ბაღი
დიღმის ტყე-პარკი
ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი
მზიურის პარკი
რიყის პარკი
თბილისის ზღვის პარკი
ვაკის პარკი
ვერის ბაღი
ვეტერანთა ბაღი
შპს“თბილსერვის ჯგუფს“ მოვლა-პატრონობაში დედაქალაქში არსებული ყველა შადრევანი გადაეცა.
თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25),მოგვწეროთ facebook გვერდზე თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group, tbilservicegroupltd@gmail.com,დარეკოთ ცხელ ხაზზე 2619050
თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25),მოგვწეროთ facebook გვერდზე თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group, tbilservicegroupltd@gmail.com,დარეკოთ ცხელ ხაზზე 2619050