შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ გარევაჭრობის უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი და გატანა მოხდა, ასევე, დასუფთავდა ტერიტორია.
შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს. ასევე, პროცესში ჩართული იყვნენ ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლები.