შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

"თბილსერვის ჯგუფმა" მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა - ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია. რეაბილიტაციის შედეგს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.