შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობს. დღეს პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები კრწანისის რაიონში დაიდგა. პირველი ეტაპისთვის, „თბილსერვის ჯგუფმა“ შეისყიდა 1 500 პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში ეტაპობრივად განთავსდება. დედაქალაქის მასშტაბით სულ განთავსებულია 18 970 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი.