შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში სანათი წერტილების მოწესრიგებას, კერძოდ, გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოებს ახორციელებს. სანათი წერტილების მოწესრიგება ივნისში დაიწყო და ამინდის შესაბამისად, მაქსიმალური დატვირთვით, ზამთრის დადგომამდე გაგრძელდება. სამუშაოებში ჩართულია "თბილსერვის ჯგუფის" გარე განათების სამსახურის 60-მდე თანამშრომელი და 12 ერთეული სპეც ტექნიკა. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 88 000-მდე სანათი წერტილია. ამ ეტაპზე შეღებილია 4500 გარე განათების ბოძი.