შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონა დაასუფთავა. დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა ნარიყალა, ლეღვთახევი, აბანოთუბანი და მიმდებარე ტერიტორია. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მოირეცხა რუსთაველის გამზირი. „თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებებს, ე.წ. „შაბათობებს“ ქალაქის სხვადასხვა რაიონში პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების ფარგლებში ტურისტული ზონები, ფერდობები და ხევები სუფთავდება.