შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფი“ მოვლა-პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღიურ რეჟიმში ასუფთავებს, ხოლო მორეცხვის სამუშაოებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებიდან გამომდინარე აწარმოებს. 
„თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან  მხოლოდ 22 მათგანის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, რაც შეეხება დანარჩენს - გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული  და მათი მოვლა მესაკუთრეების, მოიჯარეების ვალდებულებაა. ამის მიუხედავად, „თბილსერვის ჯგუფი“  აღნიშნულ 23 მიწისქვეშა გადასასვლელშიც პერმანენტულად ახორციელებს მორეცხვის და დასუფთავების სამუშაოებს.