შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის 24 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება უხვი ნალექის გამო, ნუცუბიძის მე-4 პლატოს ხევიდან ჩამოსული ნაშალი მიწა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე, რამაც გამოიწვია მიმდებარედ არსებული კორპუსის სარდაფის დატბორვა. შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია. ვაკის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ კორპუსში მაცხოვრებლებს სასტუმროში გადაყვანა შესთავაზა. ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და თბილისის მერიის ყველა შესაბამისი უწყება: სასწრაფო დახმარება, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, შპს თბილსერვისი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.