შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად ირეცხება. გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები სეზონურია და მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე - ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს.