შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მეტეხის კლდეზე მხატვრული მინათების პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა 24 ერთეული სანათი მოწყობილობა, რომელიც კლდის სხვადასხვა ფერში განათების საშუალებას იძლევა. „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკურ სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა - წელს კიდევ, არაერთი ობიექტის მხატვრულად მინათება არის დაგეგმილი.