შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ თბილისის საკრებულოში კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ოფისში უმასპინძლა და კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალები ადგილზე გააცნო. აღნიშნული ღონისძიება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის ინიციატივით ჩატარდა.