შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

თბილსერვის ჯგუფმა“ საბურთალოს რაიონში, კერძოდ სოფელ დიღომში ფერდობები და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდაათამდე თანამშრომელი მონაწილეობდა. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ფერდობების, ხევებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ახორციელებს.