შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანი - თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა მოირეცხება. ამასთან დაკავშირებით, გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
"თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.