შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისა და ისნის რაიონში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ფერდობები დაასუფთავა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ ორმოცამდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დაასრულებს.