შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ დააჯილდოვა. დაჯიდლოებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერის მოადგილე - მაია ბითაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი - ლევან ჯღარკავა და მისი პირველი მოადგილე - დავით დოლიძე. „თბილსერვის ჯგუფის“ 2017 წლის საუკეთესო თანამშრომლებს, მადლობის სიგელი და საახალწლო კალათები თბილისის მერის მოადგილემ - მაია ბითაძემ გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ნომინაციაში - „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ დაჯილდოვდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდათორმეტი (ტექნიკური) თანამშრომელი, რომლებიც წლის განმავლობაში საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ.