შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა. ადგილზე იმყოფებიან "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი ლევან ჯღარკავა, პირველი მოადგილე დავით დოლიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222