შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავება და ე.წ. კერხერის აპარატით მორეცხვა. 
პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. 
განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება.