შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მიმდებარედ, მასშტაბური დასუფთავების აქცია მოაწყო. დასუფთავებითი სამუშაოების ფარგლებში, გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების სპეც თანამშრომლების მიერ გაიწმინდა ფერდობი, რომელიც მოსახლეობის მიერ მუდმივად ბინძურდებოდა და ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარჩენის განმეორებით განთავსების შემთვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების შესახებ გააფრთხილეს. „თბილსერვის ჯგუფი“ გეგუთის ქუჩის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ნარჩენის არანებადართულ ტერიტორიაზე დაყრისაგან და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში ე.წ. ურნებში განათავსონ.
შენი ქალაქი შენი სახლია!
ერთად ვიზრუნოთ სუფთა თბილისზე!
#თბილისი2017