შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის და სოფელ გლდანში, ე.წ. პატარა ტბის მიმდებარედ სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირებმა მათ მიერ სამშენებლო ნარჩენით დანაგვიანებული ტერიტორიები დაუყოვნებლივ დაასუფთავეს. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.