შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბაგებს შორის არსებული ფერდობი დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთასვლელი და სპეც თანამშრომლები. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ფერდობი საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენისგან დასუფთავდა.
შენი ქალაქი შენი სახლია!
ერთად ვიზრუნოთ სუფთა თბილისზე!
#თბილისი2017