შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, რიყის პარკში 32 ნერგი - 23 კიპაროსი და 9 ძირი ფიჭვი დაირგო. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით 10 ბაღისა და პარკის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. #თბილისი2017