შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

“თბილსერვის ჯგუფი” დასუფთავების, განათების და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეებს მასშტაბური ღონისძიებით შეუერთდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში ღონისძიება მოეწყო და “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები დააჯილდოვეს. მადლობის სიგელი უხუცეს, ყველაზე სტაჟიან და ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლებს გადაეცა. 20-21 სექტემბერს დასუფთავების, განათებისა და ხეების დარგვის საერთაშორისო დღეები აღინიშნება, აქედან გამომდინარე, “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის საიუბილეო თარიღად 20 სექტემბერი გამოცხადდა. #თბილისი2017