შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დღეს დილით ვანდალური ფაქტი „ვაკის პარკსა“ და  „9 აპრილის ბაღში“  დაფიქსირდა. ვანდალურად იქნა დაზიანებული ახლად მოწყობილი ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო მოედნები, რომლის დამონტაჟებაც "თბილსერვის ჯგუფმა" გუშინ დაასრულა.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო დეკორატიული ფორმის სათამაშო სივრცეები, სილის მოედნები, შშმ პირთათვის ადაპტირებული ატრაქციონები და სხვა.