შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

"თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაციული და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორობის კამპანიაში უკვე მესამედ ჩაერთვნენ. აქციაში მონაწილეობის მიზანია, სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსება. "თბილსერვის ჯგუფი" მსგავს აქციებში მომავალშიც ჩაერთვება. "გაიღე სისხლი, გაიღე ახლა, გაიღე ხშირად"